суббота, 24 сентября 2016 г.

ტრენინგის მე- 4 დღე

        დღეს ვისწავლეთ ბლოგზე სურათის დადება და ფონის შეცვლა. გავიხსენეთ წინა დღეს გავლილი მასალა, თუ როგორ შევადგინოთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.       განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა  მეთოდები,რომელიც მოსწავლეს დაეხმარება სწავლის გაუმჯობესებაში. შეფასებისას ვიყენებთ 5 სტრატეგიას:1. წინარე ცოდნა ,რომელსაც ვიყენებთ ახსნამდე მათივე საჭიროების დასადგენად.მაგ:კითხვის დასმა, გონებრივი იერიში, ვ-მ-ვ , დაფიქრდი დაწყვილდი გაუზიარე და ა.შ.
2. წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის წახალისება, რომელიც ეფექტურ დაგეგმვასა და განხოხორციელებას უწყობს ხელს. გამოვიყენებ თვითშეფასებას,ჯგუფზე დაკვირვებასა და თანასწორთა უკუკავშირს.

3.პროგრესის მონიტორინგისას  ხდება სწავლის პროცესის დოკუმენტირება. ვაკვირდებით მოსწავლის წინსვლას. გამოვიყენებ დღიურსა და ჩანიშვნებს.

4. გაგების ,შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისება მნიშვნელოვანია ,რადგან მოსწავლე დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას,თუ რომელ სტრატეგიას გამოიყენებს და როგორ.გამოვიყენებ წერილობთ და ზეპირ ტესტირებას,ინტერვიუსა და დაკვირვებას.

5.გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგია კი მოსწავლეს ეხმარება პროექტის დემოსტრირებაში, გაგებისა და უნარების შესამოწმებლად. შევამოწმებ კონფერენციითა და პორტფოლიოებით. გამოვიყენებ სიმულაციებს, მხატვრულ ნამუშვრებს, პრეზენტაციას და ა. შ

2 комментария:

  1. ანა ყოჩაღი გოგო ხარ. კარგად შეასრულე შეფასების სტრატეგიების 5 კონცეფცია. ასე გააგრძელე.

    ОтветитьУдалить
  2. მადლობა ლია , წარმატებები

    ОтветитьУдалить