суббота, 24 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-9 დღე

      პროექტებით სწავლება იძლევა შესაძლებლობას სასწავლო აქტივობეები დაუკავშირდეს ცხოვრებისეულს.მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
       პროექტებით ვისწავლეთ თუ როგორ უნდა შევქმნათ და ვასწავლოთ  მოსწავლეებს ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტებით. აუცილებელია დროის განსაზღვეა. ეს მოსწავლეებს  დაეხმარებათ 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევებისა და სასწავლო სტანდარტის მიღწევაში.
    გავიღრმავე ცოდნა მოსწავლეთა სასწავლო პროექტების შეფასების  მეთოდებზე. მოსწავლეებს როგორ დავეხმაროთ თვითშეფასებისა და თვითრეგულირების  უნარის განვითარებაში, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში გამოვიყენებთ და დავხვეწავთ.
      მსურს ჩემი პროექტი იყოს კარგად ორგანიზებული, რომელშიც ჩემი მოსწავლეებიც ჩაერთვებიან  და აუცილებელი  სტანდარტების  მიღწევაც შეუწყობს ხელს.
     მასწავლებლის ვალდებულებაა სწავლის პროცესის  სრულყოფილად  წარმართვა, სასწავლო გეგმის შესრულება, შეფასება და შედგენა. იგი იღებს გადაწყვეტილებას,თუ როგორ გამოიყენოს სასწავლო გეგმა კლასში. მასწავლებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება  გავლენას ახდენს, თუ როგორ მიიღებს სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს მოსწავლე. პროექტით დაფუძნებული სწავლების  უპირატესობაა: მაღალი დონის აზროვნების წახალისება, ჩართულობის , საკუთარი თავის რწმენისა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების გაზრდა, კომპლექსური უნარ ჩვევების  განვითარება, აზროვნების მაღალი დონე, პრობლემების გადაჭრა, თანამშომლობა, კომუნიკაცია, სხვადასხვა ტიპის სტრატეგიების გამოყენება  შესაძლებელს ხდის  მოსწავლეების აქტიურ ჩართვას სწავლების პროცესში.. 
       მადლობა ჩვენს ტრენერს დიანა მიქაძეს საინტერესო ტრენინგისათვის. მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და კორპორაცია ინტელს.


3 комментария:

  1. ანი ძალიან ძალიან სასიამოვნო იყო ტრენინგის 9-დღიანი მსვლელობისას შენთან ურთიერთობა,იმედია მომავალშიც არ შევწყვეტთ კონტაქტს.

    ОтветитьУдалить
  2. ანი ძალიან ძალიან სასიამოვნო იყო ტრენინგის 9-დღიანი მსვლელობისას შენთან ურთიერთობა,იმედია მომავალშიც არ შევწყვეტთ კონტაქტს.

    ОтветитьУдалить
  3. ჩემთვისაც ნინო, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ........

    ОтветитьУдалить