суббота, 24 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-9 დღე

      პროექტებით სწავლება იძლევა შესაძლებლობას სასწავლო აქტივობეები დაუკავშირდეს ცხოვრებისეულს.მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
       პროექტებით ვისწავლეთ თუ როგორ უნდა შევქმნათ და ვასწავლოთ  მოსწავლეებს ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტებით. აუცილებელია დროის განსაზღვეა. ეს მოსწავლეებს  დაეხმარებათ 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევებისა და სასწავლო სტანდარტის მიღწევაში.
    გავიღრმავე ცოდნა მოსწავლეთა სასწავლო პროექტების შეფასების  მეთოდებზე. მოსწავლეებს როგორ დავეხმაროთ თვითშეფასებისა და თვითრეგულირების  უნარის განვითარებაში, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში გამოვიყენებთ და დავხვეწავთ.
      მსურს ჩემი პროექტი იყოს კარგად ორგანიზებული, რომელშიც ჩემი მოსწავლეებიც ჩაერთვებიან  და აუცილებელი  სტანდარტების  მიღწევაც შეუწყობს ხელს.
     მასწავლებლის ვალდებულებაა სწავლის პროცესის  სრულყოფილად  წარმართვა, სასწავლო გეგმის შესრულება, შეფასება და შედგენა. იგი იღებს გადაწყვეტილებას,თუ როგორ გამოიყენოს სასწავლო გეგმა კლასში. მასწავლებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება  გავლენას ახდენს, თუ როგორ მიიღებს სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს მოსწავლე. პროექტით დაფუძნებული სწავლების  უპირატესობაა: მაღალი დონის აზროვნების წახალისება, ჩართულობის , საკუთარი თავის რწმენისა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების გაზრდა, კომპლექსური უნარ ჩვევების  განვითარება, აზროვნების მაღალი დონე, პრობლემების გადაჭრა, თანამშომლობა, კომუნიკაცია, სხვადასხვა ტიპის სტრატეგიების გამოყენება  შესაძლებელს ხდის  მოსწავლეების აქტიურ ჩართვას სწავლების პროცესში.. 
       მადლობა ჩვენს ტრენერს დიანა მიქაძეს საინტერესო ტრენინგისათვის. მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და კორპორაცია ინტელს.


ტრენინგის  მე-8 დღე



              განვიხილეთ ერთმანეთის ნამუშევრები,მივიღეთ უკუკავშირი, რაც დამეხმარება პროექტის გაუმჯობესებაში. გავერკვიე ფასილიტაციის არსში , თუ როგორ გამოვიყენო პროექტის შესრულებისას.
             გავეცანი რეკომენდაციებს,  როგორ ჩავრთო სსმ მოსწავლე სასწავლო პრექტში  და როგორ მოვარგო საჭიროებები, მასალა იყოს მოდიფიცირებული. ასევე არაქართულენოვანი მოსწავლისთვის გვქონდეს შესაბამისი აქტივობეები. პროექტისთვის საჭიროა ნიჭიერ მოსწავლეს  მივცეთ დამატებითი სამუშაო .
ტრენინგის მე-7 დღე

        ვისაუბრეთ პროექტის შეფასების შესახებ. დავათვალიერეთ  საიტზე შეფასების რომელი ფორმებია ყველაზე ღირებული. ვნახე კოლეგების ნამუშევრები, მოსწავლეთა სავარაუდო  ნამუშევრები და მოვახდინეთ უკუკავშირი. რისი გაუმჯობესებაა საჭირო  პროექტის გეგმაში. ვისწავლეთ პროექტის პრეზენტაციისა და მოსწავლეთა ნაშრომის ბლოგზე ატვირთვა.
                
ტრენინგის მე-6 დღე

         გავეცანი მოსწავლის  პრეზენტაციის ნიმუშებს. ძალიან მომეწონა მოსწავლის პრეზენტაცია "აფრიკულ საფარზე", რომელიც დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის მოსწავლის ნაშრომზე, საინტერესოა მისი დასკვნები.
     საჭიროდ ვთვლი,  რომ პროექტის მომზადების პროცესში,  მასწავლებელმა წინასწარ უნდა შეადგინოს  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, იმიტომ რომ უკეთ დაგეგმოს პროექტი.
      





ტრენინგის მე-5 დღე


ავტვირთე პრეზენტაცია.

ტრენინგის მე- 4 დღე

        დღეს ვისწავლეთ ბლოგზე სურათის დადება და ფონის შეცვლა. გავიხსენეთ წინა დღეს გავლილი მასალა, თუ როგორ შევადგინოთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.       განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა  მეთოდები,რომელიც მოსწავლეს დაეხმარება სწავლის გაუმჯობესებაში. შეფასებისას ვიყენებთ 5 სტრატეგიას:1. წინარე ცოდნა ,რომელსაც ვიყენებთ ახსნამდე მათივე საჭიროების დასადგენად.მაგ:კითხვის დასმა, გონებრივი იერიში, ვ-მ-ვ , დაფიქრდი დაწყვილდი გაუზიარე და ა.შ.
2. წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის წახალისება, რომელიც ეფექტურ დაგეგმვასა და განხოხორციელებას უწყობს ხელს. გამოვიყენებ თვითშეფასებას,ჯგუფზე დაკვირვებასა და თანასწორთა უკუკავშირს.

3.პროგრესის მონიტორინგისას  ხდება სწავლის პროცესის დოკუმენტირება. ვაკვირდებით მოსწავლის წინსვლას. გამოვიყენებ დღიურსა და ჩანიშვნებს.

4. გაგების ,შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისება მნიშვნელოვანია ,რადგან მოსწავლე დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას,თუ რომელ სტრატეგიას გამოიყენებს და როგორ.გამოვიყენებ წერილობთ და ზეპირ ტესტირებას,ინტერვიუსა და დაკვირვებას.

5.გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგია კი მოსწავლეს ეხმარება პროექტის დემოსტრირებაში, გაგებისა და უნარების შესამოწმებლად. შევამოწმებ კონფერენციითა და პორტფოლიოებით. გამოვიყენებ სიმულაციებს, მხატვრულ ნამუშვრებს, პრეზენტაციას და ა. შ